თავში

რატომ გაიზარდა კორონაპანდემიის დროს პლასტიკური ოპერაციების რიცხვი?

​რატომ გაიზარდა კორონაპანდემიის დროს პლასტიკური ოპერაციების რიცხვი?
რატომ გაიზარდა კორონაპანდემიის დროს პლასტიკური ოპერაციების რიცხვი?

კორონა-პანდემიის დროს მსოფლიოს ნახევარი გაჩერებულია, ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და ეკონომიკა რეცესიას განიცდის, მიუხედავად ამისა, ეს პერიოდი ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდა პლასტიკური ქირურგებისთვის. ეპიდემიის დროს პლასტიკურ ოპერაციებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კარანტინმა და იზოლაციამ უამრავი ადამიანი გამოკეტა სახლში. მათი უმეტესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, რამაც ადამიანებს ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდის სახლში გავლის საშუალება მისცა.

მსოფლიოს მასშტაბით კლინიკებს მიმართეს პაციენტებმა, რომლებიც მანამდე პლასტიკური ოპერაციის გადაწყვეტილებას, პოსტოპერაციული დროის უქონლობის გამო ვერ იღებდნენ. დისტანციამ და ჩაკეტილობამ, მათ ამ პერიოდის სახლში გავლის საშუალება მისცა. გარეთ გასვლის შემთხვევაში კი სავალდებულო ნიღაბი სახეზე ჩატარებული მანიპულაციების კვალს ფარავს.

აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა ავსტრალიაში პლასტიკურ ქირურგებს უკვე მომდევნო თვეების განრიგიც აქვთ გაწერილი. მუშაობის დისტანციურმა, ონლაინ რეჟიმმა, ექიმებთან კონსულტაცია და ოპერაციის დასაგეგმი პროცედურები კიდევ უფრო გაამარტივა. ახლა უკვე უამრავი პაციენტი პლასტიკური ოპერაციის მოლოდინშია, რომლებიც საზღვრების გახსნას ელოდებიან.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system