თავში

რატომ ხურავს ელენ დეჯენერესი თავის შოუს

რატომ ხურავს ელენ დეჯენერესი თავის შოუს
რატომ ხურავს ელენ დეჯენერესი თავის შოუს
© bbc.com

ელენ დეჯენერესმა მაყურებელს განუცხადა, რომ იგი თავის ხანგრძლივ სატელევიზიო შოუს წვეტს. მისი თქმით, შოუ მე-19 სეზონით 2022 წელს დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

"სიმართლე ისაა, რომ მე ყოველთვის ვენდობი ჩემს ინსტინქტებს. ჩემმა ინსტინქტმა მითხრა, რომ დროა", - განაცხადა მან.

ტელეწამყვანმა უშუალოდ არ ახსენა ბრალდებები ტოქსიკური სამუშაო გარემოს შესახებ, რამაც გადაცემას პრობლემები გასულ წელს შეუქმნა. ცნობილია, რომ შოუს რეიტინგები მას შემდეგ დაეცა, რაც მისი შოუს თანამშრომლების მხრიდან  ტოქსიკურ სამუშაო გარემოსა და სექსუალურ შევიწროებაზე ბრალდებები გაჟღერდა.

დეჯენერესი ასევე სინანულით აღნიშნავს, რომ შოუში არსებული პრობლემებისა და ტოქსიკური სამუშაო გარემოს შესახებ მედიიდან შეიტყო და ყოფილ თანამშრომლებს ბოდიშიც მოუხადა.

"ორი წლის წინ მე ხელი მოვაწერე ხელშეკრულებას, რომ კიდევ სამი წლის განმავლობაში მეთანამშრომლა მათთან და ყოველთვის ვიცოდი გულში, რომ მე-19 სეზონი ჩემი ბოლო სეზონი იქნებოდა. მე შემოქმედებითი ადამიანი ვარ და გამოწვევები მჭირდება, ახლა ეს შოუ ჩემთვის გამოწვევა აღარ არის", - თქვა მან.

ელენ დეჯენერესის შოუ 2003 წლის სექტემბრიდან გადის ეთერში და 3000-ზე მეტი ეპიზოდს მოიცავს, რომელშიც დეჯენერესმა უმასპინძლა ბევრ ცნობილ პიროვნებას, მათ შორის ჯენიფერ ენისტონს, მიშელ ობამას, ჯარედ ლეტოს, ჯენიფერ ლოპესსა და სხვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system