თავში

რატომ მოიკლა თავი ჯარისკაცმა მეუღლის თვალწინ - სუიციდის 30-ე შემთხვევა ბატალიონში

რატომ მოიკლა თავი ჯარისკაცმა მეუღლის თვალწინ 30-ე შემთხვევა ბატალიონში
რატომ მოიკლა თავი ჯარისკაცმა მეუღლის თვალწინ - სუიციდის 30-ე შემთხვევა ბატალიონში

აშშ-ის "მწვანე ბერეტების" ჯარისკაცმა, რომელსაც "კაპიტან ამერიკას" ეძახდნენ, სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. მან თავი მეუღლის თვალწინ მოიკლა და  ბატალიონიდან 30-ე ადამიანი გახდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

მასტერ სერჟანტი, ენდრიუ ქრისტიან მარკესანო 34 წლის მოქმედი სამხედრო პირი იყო, რომელიც 82-ე საავიაციო-სადესანტო დივიზიონში ირიცხებოდა. მას ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის ვერცხლის მედალი აქვს მინიჭებული. მონაწილეობა მიიღო ათობით მისიაში, მათ შორის 6-ჯერ ავღანეთში იმსახურა. 

6 ივლისს, მას შემდეგ, რაც ენდრიუ მისი ბატალიონის მეთაურს შეხვდა, სახლში დაბრუნდა და მეუღლის თვალწინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

მისი ოჯახის წევრების და მეგობრების თქმით, სერჟანტი 2009 წლის ავღანეთში მსახურობის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა და ისეთი აღარასდროს ყოფილა როგორც ადრე. მისმა ბატალიონმა იმ დროს უდიდესი დანაკარგი განიცადა. 

"ეს მისია საშინელება იყო, ეს იგივეა გაატარო წლები რინგზე მაიკ ტაისონის წინააღმდეგ", - ასეთ შედარებას აკეთებს ბატალიონის ყოფილი სერჟანტ-მაიორი, ბერტ პაკეტი.

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ენდრიუმ მის ყოფილ თანამებრძოლებს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. 

"ჩვენ ისეთ რაღაცეებს ვაკეთებდით რაზეც ფილმებს იღებენ, სცენარის ავტორები და პროდუსერები კი ჩვენზე არაფერს წერენ... მათ არ იციან, რომ ჩანთა ძალიან მძიმეა და თანდათან როდესაც უფრო მძიმდება, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ჩვენ ვცდილობთ რომ უდაბნომ არ დაგვამარცხოს", - წერდა თანამებრძოლებს ენდრიუ.

აშშ-ის სამხედრო სტატისტიკის მიხედვით ყოველდღიურად 20 ვეტერანი ასრულებს სიცოცხლეს სუიციდით.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system