თავში

რატომ უნდა ვუფრთხილდეთ ჭივჭავებს!?

რატომ უნდა ვუფრთხილდეთ ჭივჭავებს!?
რატომ უნდა ვუფრთხილდეთ ჭივჭავებს!?

აშშ-ში, ველური ჭივჭავები სალმონელას დაავადების წყარო გახდა. ინფექცია მინიმუმ 8 შტატში დაფიქსირდა.

ჭივჭავებთან კონტაქტით, სულ მცირე, 19 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ავრცელებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს სხვადასხვა სახის მონაცემების შეგროვება, რათა გამოიკვლიონ სალმონელას ინფექცია.  როგორც ჩანს, სწორედ ამ დაავადების აფეთქებას უკავშირდება ბოლო თვეების განმავლობაში გარეული ფრინველების მასობრივი სიკვდილიანობაც. 

”ველური ჩიტების სახეობები, როგორიცაა ჭივჭავი, მთელს შეერთებულ შტატებში გვხვდება, ამიტომ ეს აფეთქება შეიძლება არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმ რეგიონებით, სადაც დაავადება უკვე გამოვლენილია. აფეთქების დროს შემთხვევათა ნამდვილი რიცხვი სავარაუდოდ გაცილებით მეტია, ვიდრე დაფიქსირებული, რადგან ბევრი სამედიცინო დახმარების გარეშეც გამოჯანმრთელდება”, - განაცხადა აშშ-ის დავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system