თავში

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაქოში თურქეთ-უელსის მატჩს დაესწრება

​რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაქოში თურქეთ-უელსის მატჩს დაესწრება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაქოში თურქეთ-უელსის მატჩს დაესწრება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაქოში თურქეთ-უელსის მატჩს დაესწრება.

"აზერბაიჯანში მეორე მატჩის ჩემს ძმასთან, ილჰამ ალიევთან სანახავად ჩავალ", - განაცხადა მან "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიის საპარლამენტო ფრაქციის სხდომაზე.

მატჩი თურქეთი-უელსი ბაქოში ევრო-2020-ის ფარგლებში 16 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაქოს 15 ივნისს ვიზიტით ეწვევა, მეორე დღეს კი ქალაქ შუშაში გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system