თავში

Remdesivir-მა ავტორიზაცია გაიარა

Remdesivir-მა ავტორიზაცია გაიარა
Remdesivir-მა ავტორიზაცია გაიარა

აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და წამლების ხარისხის კონტროლის ადმინისტრაციამ (FDA) ვირუს ებოლას სამკურნალოდ შემქნილი წამალი Remdesivir-ის გამოყენება ოფიციალურად დაუშვა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც COVID 19-ით მძიმედ არიან დაავადებულნი.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ წამალი მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს შედარებით სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარება. მიუხედავად ამისა, მისი გამოყენება გადარჩენის შანსს მნიშვნელოვნად არ ზრდის. 

ექსპერტები ამბობენ, რომ Remdesivir-ი სასწაულმოქმედი არაა და კორონავირუსის დამარცხებლად მისი წარმოდგენა არასწორია. 

თავად წამლის შემქმნელები ამბობენ, რომ ის ვირუს ებოლას სამკურნალოდ შექმნილი ექსპერიმენტული წამალია და მისმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული უკუეფექტებიც გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა Remdesivir-მა დაამტკიცა, რომ მისი დახმარებით მძიმე პაციენტების მკურნალობა, მათ გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებს.

წყარო: BBC

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system