
ამერიკელი რეპერი ლოურენს ფრენკს უმცროსი, ცნობილი, როგორც Huey სროლის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლაში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტის დროს დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კრიტიკულია და იგი საავადმყოფოში იმყოფება.
კონფლიქტის მიზეზები უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ჰიუი 1989 წლის 1 იანვარს დაიბადა. მუსიკოსი ლეიბლ Jive–სთან თანამშრომლობდა და 2006 წელს გამოუშვა თავისი ყველაზე ცნობილი ჩანაწერი - სადებიუტო სინგლი Pop, Lock and Drop It.