თავში

რეპერმა უმუშევართა თანხები თაღლითურად მოიპარა

რეპერმა უმუშევართა თანხები თაღლითურად მოიპარა
რეპერმა უმუშევართა თანხები თაღლითურად მოიპარა

კალიფორნიელი 31 წლის რეპერი, “Nuke Bizzle"-ის სახელით ცნობილი, ანტონიო ბეინსი თაღლითობის ბრალდებით ლოს-ანჯელესში ფედერალურმა ბიურომ დააკავა. ამის შესახებ The Daily Telegraph წერს.

ლოს-ანჯელესის ფედერალური პროკურორების განცხადებით, რეპერი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან YouTube-ზე მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა "თაღლითობის გზით გამდიდრებაზე".

ოფიციალური ინფორმაციით, რეპერმა COVID-19-ის პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად განკუთვნილი თანხები მოიპარა. მან სადებეტო ბარათზე სულ მცირე 1.2 მილიონი დოლარი ჩაიგდო ხელთ. ბეინსმა და მისმა თანამზრახველმა 704,000 აშშ დოლარზე მეტი თანხის გატანა მოახერხეს.

პროკურორები აცხადებენ, რომ ბეინსმა და მისმა თანამზრახველებმა თაღლითურად მოიპარეს მინიმუმ 92 სადებეტო ბარათი, რომლებიც სხვა ადამიანებს ეკუთვნოდათ და ისინი ფოსტის საშუალებით იმ მისამართებზე გაგზავნეს, რომელზეც ბეინსს წვდომა ჰქონდა

YouTube-ზე გაჟღერებული მუსიკალური ვიდეოს გარდა, რეპერმა Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტები, სადაც ის თავს იწონებს, თუ როგორ მოჰპარა კალიფორნიის დასაქმების განვითარების დეპარტამენტს (EDD) თანხები.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 22 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system