თავში

რესპუბლიკელებმა ჯორჯიის შტატში ხმების ხელახალი დათვლა მოითხოვეს

რესპუბლიკელებმა ჯორჯიის შტატში ხმების ხელახალი დათვლა მოითხოვეს
რესპუბლიკელებმა ჯორჯიის შტატში ხმების ხელახალი დათვლა მოითხოვეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შტაბმა ჯორჯიის შტატში ხმების კიდევ ერთხელ ხელახალი დათვლა მოითხოვა.

რესპუბლიკელები აღნიშნავენ, რომ "ხმის სამართლიანი გადათვლისთვის" ამჯერად უნდა მოხდეს ხელმოწერების ნამდვილობის დადგენაც.

”თუ ხელმოწერების შედარება არ მოხდება, შედეგები ისეთივე ყალბი იქნება, როგორც თავდაპირველი ხელახალი დათვლის დროს”, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი თაღლითობის ფაქტების შესახებ მას საკმარისი მტკიცებულებები აქვს.

”რატომ ქმნის ჯო ბაიდენი კაბინეტს ასე სწრაფად, როდესაც ჩემმა თანამშრომლებმა ასიათასობით თაღლითურად მოპოვებული ხმა აღმოაჩინეს?” - წერს ტრამპი Twitter-ზე.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს შედგა, მაგრამ ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა. ამის მიუხედავად, ამერიკული მედია და მსოფლიო ლიდერები უკვე აღიარებენ ბაიდენის გამარჯვებას, ვინაიდან, ამ დროისთვის, ის უკვე საარჩევნო კოლეგიის 306 ხმას ფლობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system