თავში

Reuters: აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მთიან ყარაბაღში 4 სამხედრო დაიღუპა

Reuters: აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მთიან ყარაბაღში 4 სამხედრო დაიღუ
Reuters: აზერბაიჯანული მხარის ცნობით, მთიან ყარაბაღში 4 სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად, 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განაცხადა, რომ სამხედროები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ სამხედრო ნაწილებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე თავს დაესხნენ.

კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსმა სამშვიდობოების განცხადებით, მნიშვნელოვანი შეტაკებები არ მომხდარა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, 13 დეკემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც სომხეთი, აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ, ტერორისტული აქტების, საბოტაჟისა და დივერსიები განახორციელებაში დაადანაშაულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system