თავში

Reuters: ლიბანის ხელისუფლებამ საშიში ტვირთის შესახებ აფეთქებამდე იცოდა

​Reuters: ლიბანის ხელისუფლებამ საშიში ტვირთის შესახებ აფეთქებამდე იცო
Reuters: ლიბანის ხელისუფლებამ საშიში ტვირთის შესახებ აფეთქებამდე იცოდა

ბეირუთის პორტში ფეთქებადი ტვირთის არსებობის შესახებ ინფორმაცია ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აუნიმ და პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბმა აფეთქებიდან 2 კვირით ადრე მიიღეს. ამის შესახებ ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters წერს.

პორტის საწყობებში საშიში ტვირთის შესახებ ცნობები ქვეყნის ხელმძღვანელებმა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურებისგან მიიღეს. წყაროს ინფორმაციით, 20 ივლისს აუნმა და დიაბმა წერილები მიიღეს, სადაც სპეციალურმა კომისიამ ბეირუთის პორტში არსებული ტვირთის რისკები შეაფასა. დოკუმენტის ავტორები პორტის ტერიტორიიდან 2,7 ათასი ტონა ამონიუმის ნიტრატის გატანის რეკომენტაციიდ გამოვიდა.

უსაფრთხოების სამსახურები შიშობდნენ, რომ საშიში ნივთიერება, შესაძლოა, ტერორისტების ხელში აღმოჩენილიყო.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა. 

ლიბანში ბოლო რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა. სამართალდამცავებთან შეტაკებები ხდებოდა. მოქალაქეები აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ. 10 აგვისტოს ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system