თავში

Reuters: რუსეთი ბრიტანეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს

Reuters: რუსეთი ბრიტანეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს
Reuters: რუსეთი ბრიტანეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს

რუსეთი, ბრიტანეთის მიერ დაწესებული მორიგი სანქციების გამო, საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

”ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკურად დატვირთული დემარში ნეგატიურად აისახება რუსეთ-ბრიტანეთის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი ”იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი კონტრ-ზომები”.

ბრიტანეთმა, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, 10 დეკემბერს 11 პირს, მათ შორის, რუსეთის 3 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system