თავში

რეჟისორმა ნილ ბლომკაპმა პანდემიის დროს ახალი ფილმი გადაიღო

რეჟისორმა ნილ ბლომკაპმა პანდემიის დროს ახალი ფილმი გადაიღო
რეჟისორმა ნილ ბლომკაპმა პანდემიის დროს ახალი ფილმი გადაიღო

რეჟისორმა ნილ ბლომკამპმა, რომელიც ცნობილია ფილმებით "მეცხრე რაიონი" და "ჩაპი", კორონავირუსის პანდემიის დროს მისტიკური საშინელებათა ფილმის გადაღება მოახერხა. პროექტზე ის ზაფხულში კანადის პროვინციაში, ბრიტანულ კოლუმბიაში მუშაობდა და მასში ძირითადად ადგილობრივი კანადელი მსახიობები მონაწილეობენ.

ფილმში მომხდარი მოვლენები ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა ცნობილია, რომ სცენარზე თავად ბლომკამპმა იმუშავა, ოპერატორი კი ბაირონ კოპმანი იყო.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის ბოლოს, ნილ ბლომკამპმა თრილერის "Inferno" გადაღების შესახებ განაცხადა. მისი წარმოება კორონავირუსის გამო შეფერხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system