თავში

რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი წელს აღარ გაიმართება

​რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი წელს აღარ გაიმართება

რიო-დე-ჟანეიროს ცნობილი კარნავალი ბრაზილიაში ამ წლის ივლისში არ ჩატარდება, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ედუარდუ პაესმა "Twitter-ზე" დაწერა.

”მე არასდროს დამიმალავს ჩემი ვნება კარნავალის მიმართ და მესმის ამ კულტურული ღონისძიების ეკონომიკური მნიშვნელობა ჩვენი ქალაქისთვის. ამასთან, ახლა უკვე სიგიჟედ მეჩვენება, რომ ივლისში კარნავალის ორგანიზებას შევძლებთ”, - წერს ის.

მერის თქმით, კარნავალი ხელისუფლებისა და სამბას სკოლებისგან დიდ მომზადებას მოითხოვს. ეპიდსიტუაციის სირთულის გათვალისწინებით, ეს სრული მასშტაბებით ვერ განხორციელდება. ამიტომ, 2021 წლის ზაფხულის შუა რიცხვებში კარნავალი ვერ ჩატარდება.

მან ყველას მოუწოდა, 2022 წლამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ, რათა კულტურული ცხოვრების სისრულისა და სიხარულის განცდა სრულად შეიგრძნონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system