თავში

რიო დე ჟანეიროში სპეცოპერაციებისას დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

რიო დე ჟანეიროში სპეცოპერაციებისას დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
რიო დე ჟანეიროში სპეცოპერაციებისას დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში, ქალაქ რიო დე ჟანეიროში ნარკოტიკების ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება.

პოლიციის ცნობით, პარასკევს სპეცოპერაციას კიდევ სამი დამნაშავე ემსხვერპლა, რომლებსაც  ორგანიზებულ დანაშაულთან იყვნენ კავშირში.  

„დაზვერვამ დაადასტურა, რომ დაღუპულები ნარკოტიკებს ჰყიდდნენ. მათ ცეცხლი გაუხსნეს ოფიცრებს, რომელთაც საწინააღმდეგო მოქმედებების ბრძანება ჰქონდათ მიღებული“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

უფლებადამცველთა ჯგუფები, მათ შორის Amnesty International პოლიციას აკრიტიკებენ და სამართალდამცავების ქმედებას გაუმართლებლად მიიჩნევენ. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ოპერაციის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system