თავში

რის აღმოჩენაში დაეხმარა მიქელანჯელო პისტოლეტოს კორონავირუსი

რის აღმოჩენაში დაეხმარა მიქელანჯელო
რის აღმოჩენაში დაეხმარა მიქელანჯელო პისტოლეტოს კორონავირუსი

"არტე პოვერას" მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიქელანჯელო პისტოლეტომ განაცხადა, თუ როგორ იტანჯება კორონავირუსის ინფექციით. უკვე სამნახევარი კვირაა, რაც 86 წლის მხატვარი ჩრდილოეთ იტალიაში საავადმყოფოში წევს და გამოჯანმრთელებას ელის. 

"საკუთარი თავი ცარიელ რეალობაში აღმოვაჩინე... ვაკუუმში სადაც, არც სულია და არც პიროვნება. იზოლაციაში ფიქრისთვის დიდი დრო მქონდა. იმედი მაქვს, ამ გლობალურად საშინელი გამოცდილებიდან მნიშვნელოვანი ცვლილებებით გამოვალთ. ვგულისხმობ იმ ცვლილებებს, რომლებზეც, მრავალი წელია ვსაუბრობთ", - თქვა პისტოლეტომ.

მხატვარმა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ ჭამენ, აცვიათ, მოძრაობენ, როგორ ხვდებიან და რას აკეთებენ ერთად. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ქცევის ახალი წესების შექმნა და ერთად მოქმედება, ხელისუფლების მხრიდან ინსტრუქციების მოლოდინის გარეშე. ასევე ენერგიის ახალი წყაროს პოვნა, რომელიც ნავთობსა და სხვა მსგავსი მოხმარების პროდუქტებს ჩაანაცვლებს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system