თავში

რით იყო ავად ვან გოგი? - PHOTO

რით იყო ავად ვან გოგი? - PHOTO
რით იყო ავად ვან გოგი? - PHOTO

მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა იმპრესიონისტმა მხატვარმა ვან გოგმა, სავარაუდოდ ბოდვითი აშლილობის ორი ეპიზოდი გადაიტანა, რაც ალკოჰოლის მიღების შეწყვეტით იყო განპირობებული. ეს დასკვნა ნიდერლანდელმა მეცნიერება გააკეთეს, რომლებმაც მხატვრის შემოქმედებისა და წერილების დეტალური ანალიზი ჩაატარეს. სპეციალისტების თქმით, რადგან მათ პაციენტის გამოკითხვისა და მისი ტვინის სკანირების საშუალება არ ჰქონდათ, ეს დიაგნოზი აბსოლუტური ვერ იქნება, თუცა, ისინი ვარაუდობენ, დასკვნა რეალობასთან საკმაოდ ახლოს არის. ექიმების თქმით, ალკოჰოლმა, ცუდმა კვებამ, ხანგრძლივმა უძილობამ და სტრესმა ვან გოგის ფსიქიკურ მდგომარეობაზე სერიოზული გავლენა იქონია.

ჰქონდა თუ არა ვა გოგს ეპილეფსია - ამ კითხვაზე სპეციალისტები აცხადებენ, რომ მხატვრის შემთხვევაში ეპილეფსიური შეტევები, სავარაუდოდ უფრო განპირობებული იყო მისი ცხოვრების წესით გამოწვეული გაღიზიანებებით და არა ეპილეფსიით.

კვლევა ფსიქიატრიის პროფესორის უილემ ნოლენის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. მეცნიერის თქმით, კვლევა კიდევ გაგრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system