თავში

რობერტ კენედის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს ათავისუფლებენ

რობერტ კენედის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს ათავისუფლებენ
რობერტ კენედის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს ათავისუფლებენ

აშშ-ში კალიფორნიის შტატის შეწყალების კომისიამ სენატორ რობერტ კენედის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, 77 წლის სირჰან სირჰანის ვადაზე ადრე გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.

მისი გათავისუფლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსამმა უნდა მიიღოს.

სირჰან სირჰანმა ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით კომისიას უკვე მეთექვსმეტედ მიმართა. კომისიამ მკვლელობისთვის ბრალდებულის გათავისუფლებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც მას მამის მკვლელის გათავისუფლების თხოვნით  მათ კენედის შვილებმაც მიმართეს.

1963 წელს მოკლული პრეზიდენტის ჯონ კენედის ძმა, რობერტ კენედი 1968 წელს საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს.

წარმოშობით პალესტინელ სირჰან სირჰანს 1969 წელს სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეცვალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system