თავში

რობერტ პატინსონი კარანტინს სუკი უათერჰაუსთან ერთად ატარებს

რობერტ პატინსონი კარანტინს სუკი უათერჰაუსთან ერთად ატარებს
რობერტ პატინსონი კარანტინს სუკი უათერჰაუსთან ერთად ატარებს

მსახიობი რობერტ პატინსონი საკარანტინო პერიოდს მის შეყვარებულთან, სუკი უათერჰაუსთან ერთად ლონდონში მდებარე ბინაში ატარებს, რომელიც მას “Batman-ის" გუნდმა დაუქირავა. 

პატინსონმა, ცოტა ხნის წინ "GQ-თან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომ საკარანტინო პერიოდს მარტოობაში არ ატარებდა, თუმცა მისი შეყვარებულის ვინაობა არ დაუსახელებია. ამან გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია, რადგან წყვილის შესახებ ჭორები 2018 წლიდან ვრცელდება, ახლა კი ისინი ამ წყვილის ერთად ყოფნის გამო "ინსტაგრამზე" აღფრთოვანებას გამოხატავენ.

იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რობერტი და სუკი დაინიშნენ, თუმცა თავად წყვილი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მკაცრად არიდებს თავს. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზიც, რატომაც არ ახსენა მან სუკის სახელი ინტერვიუში. 

"ამის შესახებ უნდა ვისაუბრო? თუ ადამიანებს საკუთარ ურთიერთობაში ჩარევის უფლებას მისცემთ და გადააწყვეტინებთ რა არის სიყვარული, ყველაფერი გაუარესდება. ქუჩაში გამვლელმა რომ გკითხოთ საკუთარი ურთიერთობის შესახებ, არ ფიქრობთ, რომ ეს სიუხეშეა? არ მესმის, რატომ უნდა მიღებდეს ფოტოებს ასობით ადამიანი, როცა ქუჩაში ვინმესთან ერთად ხელჩაკიდებული მივდივარ. ადამიანები უნდა მიჯნავდნენ ჩემს სამსახიობო კარიერასა და პირად ცხოვრებას ერთმანეთისაგან", - განაცხადა პატინსონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system