თავში

რობერტ როდრიგესი ქალ ზოროზე სერიალს გადაიღებს

​რობერტ როდრიგესი ქალ ზოროზე სერიალს გადაიღებს
რობერტ როდრიგესი ქალ ზოროზე სერიალს გადაიღებს

რობერტ როდრიგესი ქალ ზოროს შესახებ სერიალზე იმუშავებს. ის სცენარის თანაავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება.

სიუჟეტი თანამედროვე დროში ვითარდება. ნიღბიანი გმირად ახალგაზრდა მხატვარი ქალი, სოლა დომინგესი იქცევა. ის სოციალურ უსამართლობას უცხადებს ომს და შედეგად, რამდენიმე კრიმინალურ ორგანიზაციასთან უწევს ჭიდილი.

გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, პროექტზე მუშაობაში რობერტის და, რებეკა როდრიგესიც ჩაერთვება.

სერიალის გადაღების ინიციატორი NBC არის. შოუს მსახიობების ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system