თავში

რობოტი სოფიას ავტოპორტრეტი $688,000-ად გაიყიდა

რობოტი სოფიას ავტოპორტრეტი $688,000-ად გაიყიდა
რობოტი სოფიას ავტოპორტრეტი $688,000-ად გაიყიდა

რობოტი ჰუმანოიდის, სოფიას მიერ შესრულებული ავტოპორტრეტი აუქციონზე $688,000-ზე მეტად გაიყიდა. 

სოფიას ნახატი NFT-ის სახით გაიყიდა, რაც ბოლო რამდენიმე თვეა ძალიან პოპულარული ხდება. 

NFT "ბლოკჩეინ" მონაცემთა ბაზაა, სადაც თითოეულ NFT-ის უნდა წარმოადგენდეს უნიკალური ციფრული ნივთი, რომელსაც თავისი ღირებულება აქვს. ეს შეიძლება იყოს ნახატი, ხმის ჩანაწერი, ვიდეო, თამაში და სხვა კრეატიული ნაშრომი. 

რაც შეეხება რობოტ სოფიას, ის ბოლო დროს აქტიურად დაკავდა მხატვრობით და მისი იტალიელი კომპანიონის, ანდრეა ბონასეტოს დახმარებით არაერთი ნამუშევარი შექმნა. ბონასეტო სოფიასთვის ერთგვარი ინსპირაციის წყაროა. ის მისი ნახატების ინტერპრეტაციას ახდენს და შემდეგ "ნააზრევი" ტილოზე გადმოაქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system