თავში

როდის ჩავა ჯანმო ჩინეთში COVID-19-ის გამოსაძიებლად?

როდის ჩავა ჯანმო ჩინეთში COVID-19-ის გამოსაძიებლად?
როდის ჩავა ჯანმო ჩინეთში COVID-19-ის გამოსაძიებლად?

ოფიციალური პეკინი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით, ექსპერტთა საერთაშორისო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტს განიხილავენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელის ჩჟაო ლიცზიანის ინფორმაციით ჯერ კიდევ კონსულტაციები მიმდინარეობს და შესაბამისი ინფორმაცია საჭირო დროს გამოქვეყნდება.

ჯანმო-მ უკვე შექმნა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ამჟამად ჩინელ კოლეგებთან დისტანციურად ურთიერთობს და ადგილზე ჩასვლას უახლოეს მომავალში გეგმავს. 

”ჩვენ ჩინეთის ხელისუფლების ღიაობის და მათთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გვაქვს”, - განაცხადეს ჯანმო-ს ექსპერტებმა.

აშშ-მა და მსოფლიო სახელმწიფოებმა ჩინეთი, ვირუსის წარმოშობასა და გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დამალვაში არა ერთხელ დაადანაშაულეს და მომხდარის საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს. პეკინი კარგა ხანს გამოძიების წინააღმდეგ იყო და აშშ-ს მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანასაულებდა.  მოგვიანებით ის ამ მოთხოვნას გარკვეული პირობებით დათანხმდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან იმის თქმით „ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ვირუსის წყაროს დასადგენად, თუმცა, პროცესი პროფესიონალური, კონსტრუქციული და მიუკერძოებელი უნდა იყოს და  არ უნდა მოხდეს ამ პროცესში პოლიტიკური ჩარევა“. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system