თავში

როდის დაბრუნდება კაბინეტში ბრიტანეთის პრემიერი?

როდის დაბრუნდება კაბინეტში ბრიტანეთის პრემიერი?
როდის დაბრუნდება კაბინეტში ბრიტანეთის პრემიერი?

როდის დაუბრუნდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამუშაოს, კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. გაზეთ Daily Telegraph-ის ინფორმაციით ჯონსონი კაბინეტში უკვე ორშაბათიდან დაბრუნდება. მანმადე კი იგი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პერიოდს ქალაქგარეთ, სახლში გადის.

ბრიტანეთის, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ეკონომიკა, ქვეყნის ჩაკეტვით სერიოზულად დაზარალდა. კაბინეტში დაბრუნებულმა პრემიერმა სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. როგორ მოახერხოს შეზღუდვების შემსუბუქება ისე, რომ პანდემიის მეორე, მომაკვდინებელი ტალღა არ მიიღოს.

შეზღუდვების მოხსნაზე მთავრობას გეგმა ჯერ არ წარუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკამ ბოლო 300 წლის მანძილზე შესაძლოა ყველაზე ღრმა ვარდნას განიცადოს, ჯანდაცვის მინისტრის მეთ ჰენკოკის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების 139 246 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 18738 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system