თავში

როდის დასრულდება პანდემია? - ჯანმო-ს პასუხი

როდის დასრულდება პანდემია? - ჯანმო-ს პასუხი
როდის დასრულდება პანდემია? - ჯანმო-ს პასუხი

მსოფლიო, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიისგან 2022 წელს გათავისუფლდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლიუგემ STV არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამავე დროს, ორგანიზაციის წარმომადგენელმა  COVID-19 გრიპს შეადარა და თქვა, რომ კორონავირუსი მაშინაც იარსებებს, როდესაც პანდემიისგან გავთავისუფლდებით.

"ოპტიმისტი ვარ, მე მჯერა, რომ მომავალ წელს ჩვენ გამოვალთ პანდემიიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, კორონავირუსი არ დასრულდება. და ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს მასთან ცხოვრება", - განაცხადა კლიუგემ.

ჯანმო -ს წარმომადგენელმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ დროისთვის მსოფლიოში უკვე არის საკმარისი კორონავირუსის ვაქცინა პანდემიის დასამარცხებლად. მისი თქმით, საჭიროა ამ ვაქცინების თანაბარი გადანაწილება.

”აუცილებელია, რომ მოსახლეობის სულ მცირე 80-85% იყოს აცრილი, რათა თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ”, - დასძინა კლიუგემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system