თავში

როდის ექნება აშშ-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა

​როდის ექნება აშშ-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა
როდის ექნება აშშ-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა

აშშ-ის მოსახლეობის ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, 11-12 დეკემბერს დაიწყება, - ამის შესახებ აშშ-ის ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელმა, მონსეფ სლაუიმ განაცხადა.

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაქცინის იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში შევძლოთ. ვფიქრობ, ამისთვის ერთი ან ორი დღე დაგვჭირდება, ასე რომ, ეს პროცესი 11 ან 12 დეკემბერს დაიწყება“, - აღნიშნა მონსეფ სლაუიმ CNN-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია Pfizer-მა და გერმანულმა მედიკამენტების მწარმოებელმა BioNTech-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) COVID-19-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართეს. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი ვაქცინის ნებართვის საკითხის განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system