თავში

როდის გაიმართება ბაიდენისა და მაკრონის მოლაპარაკებები

​როდის გაიმართება ბაიდენისა და მაკრონის მოლაპარაკებები
როდის გაიმართება ბაიდენისა და მაკრონის მოლაპარაკებები

აშშ-მა და საფრანგეთმა ორი ქვეყნის პრეზიდენტების სატელეფონო მოლაპარაკებებისთვის მზადება პრაქტიკულად დაასრულეს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა.

"საუბარი უკვე მალე შედგება. ჩვენ მაკრონის გუნდთან ვკონტაქტობთ და დეტალებს და გრაფიკს საბოლოოდ ვაჯერებთ",- განაცხადა მან.

პსაკის თქმით, ბაიდენი მაკრონთან საუბრისას დაადასტურებს, რომ აშშ პარტნიორობის, გრძელვადიანი ალიანსის ერთგულია.

ცნობისთვის, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია უსაფრთხოების სფეროში სამმხრივ პარტნიორობას ქმნიან, რომელიც ჩინეთისადმი წინააღმდეგობის გასაწევად იქნება მიმართული. სამმხრივი ხელშეკრულების გამო, ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა. პარიზმა ამას "ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს. გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების გამო, საფრანგეთმა კონსულტაციებისთვის აშშ-დან ელჩი გაიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system