თავში

როდის განიხილავს უკრაინის რადა სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას

​როდის განიხილავს უკრაინის რადა სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას
როდის განიხილავს უკრაინის რადა სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას

საქართველოს ექს-პრეზიდეტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი ქვეყნის უმაღლესმა რადამ, შესაძლოა, 30 აპრილს განიხილოს, თუმცა საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ შეტანილა. ამის შესახებ ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა.

"დღის წესრიგი პარლამენტის მიერ იქნება ინიციირებული, ეს საკითხი იქ არ არის", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ საკადრო საკითხი, შესაძლოა, პრეზიდენტის ოფისის ინიციატივით იყოს დამატებული.

"ხალხის მსახურის" დეპუტატი ირინა ვერეშუკი კი თვლის, რომ სააკაშვილმა, შესაძლოა, საბოლოოდ, პოსტი არა მთავრობაში, არამედ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში მიიღოს.

"ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ნიკოლოზის ძე თავის ადგილს იპოვის", განაცხადა მან.

ვერეშუკის აზრით, სააკაშვილის ყოფნა სწორედ პრეზიდენტის ოფისშია უფრო ეფექტური.

"ჩვენ არ გვყოფნის კომუნიკაცია სამკუთხედში პრეზიდენტის ოფისი, პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი", - განაცხადა მან. 

22 აპრილს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხაილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა და რადაში პროგრამას მალე წარადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system