თავში

როდისთვის იქნება ხელმისაწვდომი COVID-19-ის ვაქცინა

როდისთვის იქნება ხელმისაწვდომი COVID-19-ის ვაქცინა
როდისთვის იქნება ხელმისაწვდომი COVID-19-ის ვაქცინა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად დაძაბული რბოლა მიმდინარეობს. 

დღეს მსოფლიოს უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში კვლევითი ჯგუფები COVID-19-ის 200-ზე მეტ ვაქცინაზე მუშაობენ. რამდენიმე მათგანი კი უკვე კვლევების დასკვნით ეტაპზეა. 

გთავაზობთ ვაქცინების ჩამონათვალს, რომლებმაც კვლევების სამ ეტაპზე ყველაზე დამაიმედებელი შედეგები აჩვენეს. 

Moderna

ქვეყანა - აშშ;

ვაქცინის ტიპი - რნმ ვაქცინა;

როდისთვის იქნება მზად - ზოგიერთი კვლევის თანახმად, DNA და RNA-ზე დაფუძნებული ვაქცინები შესაძლოა უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი იყოს, ვიდრე სხვა მეთოდებით შექმნილი. ნუკლეინის მჟავაზე დაფუძნებული ვაქცინების უპირატესობაა ასევე ვექტორის სიმარტივე და სხეულში იოლად შეყვანა.

შუალედურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. Moderna-ს ვაქცინა შეზღუდული რაოდენობით, სავარაუდოდ, აშშ-ში წლის ბოლოსთვის, ხოლო მსოფლიოსთვის მომავალი წლის დასაწყისისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

Pfizer/ BioNTech

ქვეყანა - აშშ/გერმანია;

ვაქცინის ტიპი - რნმ ვაქცინა;

როდისთვის იქნება მზად - შუალედურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ იგი ადამიანებს შორის ტრანსმისიის თვალსაზრისით ვაქცინა 90%-ით ეფექტურია. სავარაუდოდ, წლის ბოლოს ის დიდ ბრიტანეთში შეზღუდული რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი. 

Oxford University/AstraZeneca

ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი;

ვაქცინის ტიპი - ვირუსულ ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინა;

როდისთვის იქნება მზად - ვირუსულ ვექტორებს მოლეკულური ბიოლოგები იყენებენ უჯრედებში ვაქცინის ანტიგენების შესაყვანად. ვირუსი იმგვარადაა მოდიფიცირებული, რომ რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. 

შუალედური კვლევის შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება ცნობი. თუ შუალედური შედეგები დადებითი აღმოჩნდება, ვაქცინა შეზღუდული რაოდენობით  2020 წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.

Novavax

ქვეყანა - აშშ;

ვაქცინის ტიპი - ცილაზე დაფუძნებული ვაქცინა;

როდისთვის იქნება მზად - ვირუსისმაგვარ ნაწილაკებს, როგორიცაა ვირუსის ცარიელი გარსი, შეუძლია კორონავირუსის სტრუქტურისა და მოქმედების გამეორება ინფიცირების გარეშე, რადგან მათ ვირუსის გენეტიკური მასალა არ გააჩნიათ.

თუ კვლევის მე-3 ფაზა წარმატებით ჩაივლის, მომავალი წლის მეორე ნახევარში ვაქცინა დიდი დოზებით იქნება ხელმისაწვდომი.

Janssen Pharmaceuticals (Johnson&Johnson)

ქვეყანა - აშშ;

ვაქცინის ტიპი - ვირუსულ ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინა;

როდისთვის იქნება მზად - თუ კვლევის მე-3 ფაზა წარმატებით ჩაივლის, ვაქცინა ფართო მასშტაბებისთვის მომავალი წლის მეორე ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system