თავში

როგორ არ გავსუქდეთ თვითიზოლაციაში

როგორ არ გავსუქდეთ თვითიზოლაციაში
როგორ არ გავსუქდეთ თვითიზოლაციაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი ჟოაო ბრედა რეკომენდაციებს გვაძლევს, როგორ მოვიქცეთ თვითიზოლაციაში, ისე, რომ, ვიმუშავოთ და პროდუქტიულებიც ვიყოთ და წონაშიც არ მოვიმატოთ.

ხანგრძლივი ჯდომა საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ბრედა გვირჩევს, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე შევისვენოთ და ვივარჯიშოთ. შესვენება სასურველია ყოველ ნახევარ საათში. ვარჯიშში შეიძლება ჩაითვალოს ცეკვა, ბავშვებთან თამაში, სახლის მილაგება, ან ბაღში პატარა სამუშაოს შესრულება. მთავარია ერთ ადგილას დიდხანს არ ვისხდეთ და რაღაც გავაკეთოთ.

კიდევ ერთი რეკომენდაცია მათთვის, ვინ ტელეფონით მუშაობს და ხანგრძლივად უწევს სატელეფონო საუბარი. ამ დროს შეიძლება ოთახში სიარული.

ჟოაო ბრედას თქმით, ჯანმრთელ ადამიანს დღეში მინიმუმ 75 წუთი მაღალი ინტენსივობით ფიზიკური დატვირთვა, ან 150 წუთით საშუალო ინტენსივობით დატვირთვა სჭირდება. ამ დატვირთვის მიღება, სახლიდან გაუსვლელად, სპეციალური სპორტული მოწყობილობის გარეშეც არის შესაძლებელი. ვარჯიშის გარდა, ბრედას თქმით, საჭიროა ჯანსაღი კვება.

რომ არ გავსუქდეთ, რაციონში უნდა შევამციროთ მარილის, შაქრისა და ცხიმების რაოდენობა და გავზარდოთ ხილისა და უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system