
მარსის პანორამის ნახვა უკვე რეკორდულად მაღალი ხარისხითაა შესაძლებელი.
მარსის ლანდშაფტის 360-გრადუსიან პანორამაზე რაიონი გლენ ტორიდონია აღბეჭდილი. ვიდეოს NASA ავრცელებს.
პანორამა, რომელიც 2019 წლის 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში გადაღებულ 1000 ფოტოს აერთიანებს, 1,8 მილიარდი ფიქსელისგან შედგება.
ბოლოს მსგავსი პანორამა მარსმავალმა Curiosity 2013 წელს გადაიღო.