თავში

როგორ გამოიყურება ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი - VIDEO - PHOTO

​როგორ გამოიყურება ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი
როგორ გამოიყურება ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი - VIDEO - PHOTO

მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, რომელიც CCTV ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ჯერ კიდევ თებერვალში გადაიღო. Daily Mail წერს, რომ ეს სწორედ ის ლაბორატორიაა, საიდანაც ახალი ტიპის კორონავირუსმა გაჟონა.

გამოცემა წერს, რომ ვუჰანის ვირუსოლოგიის ლაბორატორია 2018 წელს გაიხსნა. მისი ღირებულება 34 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

კადრებში ჩანს, რომ მეცნიერი ჩჟან ჰუანცზიუნი და მისი კოლეგა დამცავი კოსტიუმების ორ ფენში იმოსებიან, სანამ შევლენ შენობაში, სადაც ვირუსებს იკვლევენ. ლაბორატორიაში მოსახვედრად რამდენიმე კამერის გავლაა საჭირო.

ჩჟან ჰუანცზიუნი ამბობს, რომ ჰაერს შენობაში მხოლოდ მხოლოდ გარედან შეღწევა შეუძლია და გაჟონვა, პრინციპში, შეუძლებელია. 

შეგახსენებთ, რომ სამეცნიერო წრეებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფრანგი ვირუსოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის ლუკ მონტანიეს, განცხადებას იმის შესახებ, რომ COVID-19 ლაბორატორიაში შეიქმნა და მასში აივ-ის ნაწილაკებია დამატებული.

მეცნიერების ნაწილი მონტანიეს აზრს იზიარებს, ნაწილი კი ამას დაუსაბუთებელ ვერსიას უწოდებს და არ იზიარებს.

საკუთარი მოსაზრება კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში ნობელის პრემიის კიდევ ერთმა ლაურეატმა, დევიდ ბალტიმორმა გააზიარა. პროფესორი თვლის, რომ ბიოლოგიურად აივ და SARS-CoV-2 ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება და ვირუსების სხვადასხვა ოჯახებს განეკუთვნება.

ავსტრალიელი ექსპერტები კი თვლიან, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი ხელოვნურად ვერ შეიქმნებოდა.

ამასთან მეცნიერებმა კორონავირუსის პირველი მნიშვნელოვანი მუტაცია აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system