თავში

როგორ გავრცელდა კორონავირუსი მსოფლიოში - ინფოგრაფიკა

როგორ გავრცელდა კორონავირუსი მსოფლიოში - ინფოგრაფიკა
როგორ გავრცელდა კორონავირუსი მსოფლიოში - ინფოგრაფიკა

მსოფლიო COVID-19-ის პანდემიამ მოიცვა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსს 13 071 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 311 894-ს აღწევს. საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. მანამდე, თებერვლის დასაწყისში კორონავირუსმა ევროპა და ამერიკა მოიცვა. ინფექცია ჩინეთიდან გავრცელდა. კერძოდ, ინფიცირების პირველი შემთვევები ქალაქ ვუჰანში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დადასტურდა. ამერიკული გამოცემა The New York Times-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც კორონავირუსის ჩინეთსა და მსოფლიოში გავრცელებაა ნაჩვენები.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა, შეჩერდა საერთაშორისო ავია მიმოსვლები, თუმცა ამის მიუხედავად ინფექცია გავრცელებას კვლავ განაგრძობს. The New York Times-ის კვლევით დგინდება, რომ საჭირო ზომების მიღების შემთხვევაში, COVID-19-ის დროული ლოკალიზება მოხდებოდა, რაც მის გავრცელებას შეაჩერებდა.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირვველი შემთხვევები ქალაქ ვუჰანში, ზღვის პროდუქტების ბაზრობის მახლობლად დაფიქსირდა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ხალხმრავალ ადგილს წარმოადგენს. 

პირველი ოთხი შემთხვევა დეკემბრის ბოლოსთვის რამდენიმე ათეულით გაიზარდა. ექიმების აზრით, დაავადება ვირუსული პნევმონიის სახეს ატარებდა, რომელიც სტანდარტულ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა. 

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარის - ტრევორ ბედფორდისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერის - ლორენ გარდნერის აზრით, დეკემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, დაავადებულთა რიცხვი კი 1 000-ს აჭარბებდა.

თავდაპირველად, ინფექცია ერთი პაციენტიდან ორ ან სამ პაციენტზე ვრცელდებოდა, რაც, დროული რეაგირების შემთხვევაში, მისი გავრცელების შეჩერებისა და ეპიდემიის თავიდან აცილებას გამოიწვევდა. თუმცა, ჩინეთის მთავრობას მოსახლეობისათვის დაავადების რისკების შესახებ დეკემბრის ბოლომდე არ უცნობებია. ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფექციის თაობაზე მხოლოდ 31 დეკემბერს ეცნობა. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, დაავადება "კონტროლს ექვემდებარებოდა".

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცლეება ჩინურ მთვარის ახალ წელს დაემთხვა, რომლის დროსაც ქალაქი ვუჰანი მილიონობით ადამიანმა დატოვა. მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ვუჰანიდან 175 000 ადამიანი გაემგზავრა. ხოლო შემდეგი სამი კვირის განმავლობაში ქალაქი ჯამში 7 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ამ მომენტისათვის, კორონავირუსით ათასობით ადამიანი იყო ინფიცირებული. (წითელი წერტილები აღნიშნავს ინფიცირებულთა ხვედრით წილს)

21 იანვრისათვის, როდესაც ჩინეთის მთავრობა უკვე აცნობიერებდა მოსალოდნელ საფრთხეს, ქალაქი ვუჰანი ჩაიკეტა. ასევე, ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა საქალაქთაშორისო გადაადგილება, თუმცა ამ პერიოდისათვის COVID-19 უკვე გავრცელებული იყო ჩინეთის მრავალ მსხვილ ქალაქში.

თუმცა, ამის მიუხედავად საერთაშორისო მიმოსვლა არ შეჩერებულა. ვუჰანიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ათასობით ადამიანი გაემგზავრა, მათ შორის, დაახლოებით 900 ადამიანი ნიუ-იორკის მიმართულებით, 2 200 - სიდნეის, ხოლო 15 000 პირი ბანგკოკში გაფრინდა.  სწორედ აქ დაფიქსირდა, ჩინეთს გარეთ, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა. ინფიცირებული 63 წლის ქალი იყო, რომელიც ბანგკოკში ვუჰანიდან გაემგზავრა. სხვა ადრეული შემთხვევები დაფიქსირდა ტოკიოში, სინგაპურში, სეულსა და ჰონგ კონგში. 

შეერთებულმა შტატებმა  პირველი შემთხვევა სიეტლის მახლობლად დააფიქსირა.

31 იანვარს აშშ-მ ჩინეთიდან ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცხადება გააკეთა, თუმცა ტრამპის ქმედება უკვე დაგვიანებული იყო, ვინაიდან, ამ დროისათვის ეპიდემია ვუჰანიდან უკვე 26 ქვეყანაში იყო გავრცელებული. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო ვირუსის ადგილობრივი, ე.წ შიდა გავრცელება, რის შედეგადაც ინფექცია იმ პირებსაც გადაედოთ, ვისაც ჩინეთთან შეხება არ ჰქონიათ.

1-ლი მარტის მონაცემებით ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ათასობით შემთხვევები დადასტურდა იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში. 

დონალდ ტრამპმა აშშ-ის საზღვარი ჩაკეტა ევროპელებისთვის და იმედოვნებდა, რომ "ვირუსს ამერიკელების წინააღმდეგ შანსი არ ექნებოდა". თუმცა, ამ დროისათვის ვირუსი აქტიურად ვრცელდებოდა სიეტლსა და ნიუ-იურკში, საიდანაც იგი სხვა შტატებსაც მოედო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system