თავში

როგორ გრძნობს თავს ელისაბედ II მეგან მარკლის ინტერვიუს შემდეგ

როგორ გრძნობს თავს ელისაბედ II მეგან მარკლის ინტერვიუს შემდეგ
როგორ გრძნობს თავს ელისაბედ II მეგან მარკლის ინტერვიუს შემდეგ

Daily Mail-ის წყაროებს ბუკინგემის სასახლეში განუცხადეს, როგორ გრძნობს თავს სინამდვილეში ბრიტანეთის დედოფალი შვილიშვილის პრინც ჰარისა და მისი მეუღლის მეგან მარკლის მიერ ოპრა უინფრისთვის მიცემული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ.

გამოცემის თანახმად, დედოფალი მეგან მარკლის განცხადებებით სამეფო ოჯახში რასიზმის შესახებ გაბრაზებული არ არის, დედოფალი უბრალოდ ძალიან განაწყენებულია.

"ის არ არის გაბრაზებული, ის უბრალოდ აღშფოთებულია. ისინი ყოველთვის ძალიან ღელავდნენ მასზე და დედოფალი თავის მოვალეობად თვლიდა მასზე ზრუნვას. ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ მეგანს და პრინც ჰარიზე ნაკლები ზრუნვა დაიწყეს, როდესაც მეგანი გამოჩნდა მის ცხოვრებაში და იგი ბედნიერი გახდა", - ნათქვამია გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

8 მარტს ოპრა უინფრისთან იტერვიუში მეგან მარკლმა სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ინტერვიუში მეგან მარკლმა სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი მათი შვილის, არჩის, დაბადებამდე ღელავდა მისი კანის ფერზე და დასვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მუქი ფერის შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანი, თუმცა მეგანმა სამეფო ოჯახის აღნიშნული წევრის ვინაობა არ დააკონკრეტა. თუმცა პრინცმა ჰარიმ განმარტა, რომ კითხვა არც დედოფალს და არც პრინც ჩარლზს არ დაუსვამს.

10 მარტს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ინტერვიუს გამოეხმაურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system