თავში

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია აზერბაიჯანში

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია აზერბაიჯანში
როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია აზერბაიჯანში

აზერბაიჯანი რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. 18 იანვარს აცრა პირველმა მიზნობრივმა ჯგუფმა გაიკეთა.

ვაქცინაციის მსურველები რამდენიმე კატეგორიად, მათ შორის ასაკობრივ ჯგუფებად გაყვეს. პრიორიტეტს ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და 65 წელს გადაცილებული პირები წარმოადგენდნენ.

ვაქცინაციის მსურველები ვებგვერდ https://randevu.its.gov.az/-ზე ელექტრონულ რიგში დგებოდნენ,  ვისაც ელექტრონული რეგისტრაციის გავლა არ შეეძლო, საცხოვრებელი სახლის მიხედვით პოლიკლინიკაში რეკავდა და რეგისტრატორს საკუთარი მონაცემებს აწერინებდა, რომელიც მას ონლაინ რიგის დაკავებაში ეხმარებოდა.

16 მარტის მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსზე სულ 458 958 ადამიანია აცრილი.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაცია ქვეყნის ყველა რაიონში წარმატებით გრძელდება. ამასთან, უწყების მთავარმა ინფექციონისტმა, თაიარ ეივაზოვმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში ვაქცინებთან დაკავშირებით ბევრი ცრუ და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება და დასანანია, რომ ვიღაცას სურს, კორონავირუსთან ბრძოლის პროცესს ჩრდილი მიაყენოს.

„მსგავსი ხმები და ზღაპრები გაოგნებას იწევს. აქამდე ჯანდაცვის სამინისტროში არ შემოსულა ინფორმაცია ვაქცინის შეყვანის შემდგომი გართულებების შესახებ. კიდევ ერთხელ ვაცნობებთ მოსახლეობას, რომ ვაქცინაზე რეაქციის შემთხვევაში მათ აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას“, - განაცხადა ეივაზოვმა.

მთავარი ინფექციონისტის თქმით, აზერბაიჯანის 400 ათასზე მეტი მოქალაქე უკვე ვაქცინირებულია და ყოველ დღე აცრისთვის სამედიცინო უწყებებს ათასობით მსურველი მიმართავს.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ვაქინაციის ეფექტს ყოველი ჩვენგანი იგრძნობს. მოდით, ერთად დავამარცხოთ ეს ინფექცია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა ეივაზოვმა.

იმ აზრს, რომ კორონავირუსის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, პრაქტიკულად ყველა ექიმი იზიარებს. ბაქოს გამაჯანსაღებელი ცენტრის თერაპევტული განყოფილების ხელმძღვანელი ზაქირ გულიევი მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ საშიში არაფერია.

„ვაქცინაცია ყველამ უნდა გაიაროს. მე რისკის ჯგუფიდან ბევრი პაციენტი მყავს. თავიდან ისინიც ღელავდნენ, თუმცა ვაქცინაციის შემდეგ რეკავდნენ და მადლობას იხდიდნენ. ვაქცინისგან გვერდითი მოვლენა არც ერთს ჰქონდა“, - განაცხადა მან.

გულიევმა დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა COVID-19-ის ახალი შტამისგან 100 პროცენტით არ იცავს, ვაქცინირებულებს დაავადება უფრო ადვილად გადააქვთ.

„დღის განმავლობაში ჩვენ კორონავრუსით დაავადებულ 30-40 პაციენტთან გვიწევდა კონტაქტი. ვაქცინის შემოტანამდე ჩვენ დიდი სირთულეებს განვიცდიდით. ამიტომ ჩემი ჯანმრთელობა პრაქტიკულად საფრთხის ქვეშ იყო. ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ ერთადერთი გამოსავალი იყო“, - განაცხადა მან.

სპეციალისტმა ვაქცინის პირველი დოზა 26 იანვარს, მეორე კი 23 თებერვალს მიიღო. პირველი დოზის შემდეგ 2 დღის განმავლობაში კუნთების მსუბუქი ტკივილი ჰქონდა, რაც მისი თქმით, სრულიად ბუნებრივი იყო.

„ჯამში, თავს შესანიშნავად ვგრნძნობ“, - აღნიშნა გულიევმა.

არანაირი გვერდითი მოვლენა არ ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მრჩეველს, ჰიქმეთ ჰაჯიევს.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მეც გავიკეთე და გვერდით მოვლენებს არ განვიცდი“, - განაცხადა მან საერთაშორისო ვებინარზე „COVID-19-ის პანდემია და ვაქცინაციის გეოპოლიტიკური ასპექტები“ და დასძინა, რომ ვაქცინაციის ნაციონალიზაცია სერიოზული თემაა.

ვაქცინაციას აზერბაიჯანის მოსახლეობას დეპუტატების ურჩევენ, რომლებმაც აცრა უკვე გაიკეთეს.

„ნებაყოფლობით მივედი პოლიკლინიკაში, სადაც აღრიცხვაზე ვარ და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გავიკეთე. თავს კარგად ვგრძნობ“, - განაცხადა მილი მეჯლისის დეპუტატმა, ფაზაილ აღამალიმ.

არანაირი გართულება არ დაფიქსირებულა პოლიციელებში, რომლებმაც ვაქცინაციის ეტაპი წარმატებით გაიარეს.

„უკვე რამდენიმე დღეა ჩვენ პოლიციის თანამშრომელთა ვაქცინაციას ვატარებთ და არც ერთ ვაქცინირებულში არანაირი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში ვუკავშირდებით პაციენტებს და ვაზუსტებთ მათ მდგომარეობას, ყველა თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა შსს-ს ჰოსპიტალის ქირურგიული განყოფილების უფროსმა მედდამ, თუქიაზბან აზიზოვამ.

ვაქცინაციას რელიგიური პირებიც გადიან. კავკასიის მუსულმანების სამმართველოს თავმჯდომარის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, განჯი შაჰინ ჰასანლიმ სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, როგორ იკეთებს აცრას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში.

მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მასში საშიში არაფერია, მცირედი გვერდითი მოვლენები კი სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.

„აცრის შემდეგ ინიექციის ადგილას ოდნავი სიწითლე აღინიშნება, არის კუნთებისა და ძვლების ტკივილი. პირველი დოზის შეყვანიდან 10 დღის შემდეგ ორგანიზმში კორონავირუსთან ბრძოლა იწყება. მეორე დოზის შემდეგ ვაქცინა 95%-იან ეფექტურობას აჩვენებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორგანიზმში რეზისტენტობის 5% ფორმირდება, კორონაირუსის მატარებელს დაავადება უფრო ადვილად გადააქვს“, - განაცხადა აშშ-ში მოღვაწე ექიმმა, ალბერტ აინშტაინის საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომელმა აბდო ბალიქჩიოღლუმ.

მისი თქმით, მას შეუძლია თამამად თქვას, რომ ვირუსის დამარცხება მხოლოდ ვაქცინებითაა შესაძლებელი, ამიტომ ის ყველას აცრას ურჩევს.

„პანდემია არ დასრულდება, სანამ ყველა ვაქცინირებული არ იქნება. მოსახლეობის 70-75 პროცენტის ვაქცინაცია თუ მოხდება, ვირუსი თანდათან შესუსტდება და გაქრება“, - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system