თავში

როგორ მოქმედებს COVID-19 თვალებზე

​როგორ მოქმედებს COVID-19 თვალებზე
როგორ მოქმედებს COVID-19 თვალებზე

ბრიტანელმა მეცნიერებმა თვალის ანთებასა და კორონავირუსის ინფექციას შორის კავშირი დაადგინეს. მათ მიაჩნიათ, რომ თვალის ტკივილი COVID-19-ის ადრეულ მნიშვნელოვან სიმპტომად უნდა იყოს მიჩნეული. ეს არის პირველის სპეციალიზირებული კვლევა, რომელიც COVID-19-ით ინფიცირების დროს თვალს ეხება. მისი შედეგები ჟურნალ BMJ Open Ophthalmology–ში გამოქვეყნდა.

ინგლისის რასკინის უნივერსიტეტის (ARU) მკვლევარებმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გამოკითხვა ჩაატარეს და დაავადების ადრეული სიმპტომები გამოავლინეს. კითხვარი 83-მა მონაწილემ შეავსო.

გამოკითხულთა 90 პროცენტი COVID-19-ის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომად დაღლილობას ასახელებს, 76 პროცენტი - ცხელებას, 70 პროცენტი - სიცხეს, სუნისა და გემოს დაკარგვას, 66 პროცენტი - მშრალ ხველას.

ამასთან, რესპონდენტთა უმრავლესობამ - 81 პროცენტმა აღნიშნა, რომ COVID-19 ადრეულ ეტაპებზე მათ თვალის პრობლემები ჰქონდათ. აქედან 18 პროცენტმა განაცხადა, რომ სინათლე დისკომფორტს უქმნიდა, 17 პროცენტი ქავილს უჩიოდა, 16 პროცენტი კი - თვალების ტკივილს.

სიმპტომები 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ამ გამოვლენის შესწავლა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის SARS-CoV-2 კორონავირუსის ორგანიზმში შეღწევის კიდევ ერთ შესაძლო გზაზე მიუთითებს და მისი გავრცელების გზების უკეთ გაკონტროლებას უწყობს ხელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system