თავში

როგორ მოქმედებს კორონავირუსი პოტენციაზე - ახალი კვლევა

​როგორ მოქმედებს კორონავირუსი პოტენციაზე - ახალი კვლევა
როგორ მოქმედებს კორონავირუსი პოტენციაზე - ახალი კვლევა

ამერიკელი მეცნიერების თქმით, კორონავირუსი მამაკაცის სასქესო ორგანოების ქსოვილებში გამოჯანმრთელებიდან დიდი ხნის განმავლობაში რჩება, რაც, შესაძლოა, ერექტილური დისფუნქციის მიზეზი გახდეს. კვლევის შედეგები ჟურნალში World Journal of Men's Health გამოქვეყნდა.

მათი თქმით, COVID-19-ის შემდეგ პაციენტებში შეინიშნებოდა ენდოთელიუმის დისფუნქცია - ათეროსკლეროზის საწყისი ეტაპია. იგი აღიარებულია ათეროსკლეროზული პროცესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორად. ენდოთელიუმის დისფუნქცია განიხილება, როგორც გულის კორონარული დაავადების რისკის ფაქტორთა რისკი.

"ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ COVID-19-ს ენდოთელიუმის დისფუნქციის გამოწვევა შეუძლია ორგანოების სისტემებში, ფილტვებისა და თირკმლის ფარგლებს გარეთაც. ვირუსს ენდოთელიურ უჯრედებში შეღწევა და ბევრ ორგანოზე ზემოქმედება, მათ შორის მამაკაცის სასქესო ორგანოზეც შეუძლია", - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ექიმი რანჯოთ რამასამი (Ranjith Ramasamy).

კვლევაში აღნიშნულია, რომ მამაკაცებს, რომლებიც მანამდე პოტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ უჩიოდნენ, ინფექციის შემდეგ ეს პრობლემები განუვითარდათ. მეცნიერებმა მასალები შეაგროვეს და აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტების სასქესო ორგანოების ქსოვილებში, რომლებსაც ენდოთელიუმის დარღვევის ნიშნები აღენიშნებოდათ, კორონავირუსი ისევ ფიქსირდებოდა. ჯანმრთელ მამაკაცებში ასეთი ფენომენი არ დაფიქსირებულა.

"ეს ნიშნავს, რომ მამაკაცებმა, რომლებიც COVID-19-ით დაინფიცირდნენ, უნდა იცოდნენ, რომ ერექტიკური დისფუნქცია, შესაძლოა, ვირუსის არასასიამოვნო შედეგი იყოს, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, თუ ასეთ სიმპტომებს შეამჩნევენ", - ამბობს დოქტორი რამასამი.

კვლევის ავტორები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ COVID-19-ით დაინფიცირების პრევენციისთვის ყველა აუცილებელი ზომების მიღებაა საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system