თავში

როგორ მუშაობს Moderna-ს, Johnson&Johnson-ისა და Pfizer-ის ვაქცინები "ომიკრონის" წინააღმდეგ

​როგორ მუშაობს Moderna-ს, Johnson&Johnson-ისა და Pfizer
როგორ მუშაობს Moderna-ს, Johnson&Johnson-ისა და Pfizer-ის ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" წინააღმდეგ საკმარის დაცვას მხოლოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ ბუსტერული დოზა უზრუნველყოფს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კვლევა ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის მთავარი საავადმყოფოს (MGH) მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ გამოიკვლიეს, თუ როგორ მუშაობს "ომიკრონის" წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დამტკიცებული სამი ვაქცინა: Moderna, Johnson & Johnson და Pfizer/BioNTech.

კვლევამ აჩვენა, რომ Moderna-ს და Pfizer/BioNTech-ის პრეპარატის ორი დოზის, ან J&J-ის ერთი დოზის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმში "ომიკრონისგან" დასაცავად საკმარისი ანტისხეულები არ არის. თუმცა მეცნიერების განცხადებით, აუცილებელ დასკვნას ვაქცინის ბუსტერული დოზები უზრუნველყოფს, რაც ახალი შტამის ეფექტის განეიტრალების საშუალებას იძლევა.

მედია აღნიშნავს, რომ ეს კვლევა ასევე ადასტურებს, რომ "ომიკრონი" ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე წინა შტამები, მათ შორის "დელტა". აღნიშნულია, რომ კვლევის შედეგები სხვა ქვეყნების მეცნიერთა კვლევებს ემთხვევა.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უკვე 77 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system