თავში

როგორ შეიცვლება ავია მიმოსვლის წესები კორონავირუსის დასრულების შემდეგ

როგორ შეიცვლება ავია მიმოსვლის წესები კორონავირუსის დასრულების შემდეგ
როგორ შეიცვლება ავია მიმოსვლის წესები კორონავირუსის დასრულების შემდეგ

COVID-19 ეპიდემიის შემდეგ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს ვეღარ დაუბრუნდება. მათ შორის, შესამჩნევი ცვლილებებს უნდა ველოდოთ ავიაკომპანიების საქმიანობაშიც. ეპიდემიის დასრულების შემდგომ სავარაუდოა, რომ ფრენები ნაკლებად კომფორტული და მეტად ხანგრძლივი გახდება. გერმანიაში აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გამოცხადდა რიგი სიახლეები, კერძოდ შეიმუშავეს 20 ნაბიჯიანი გეგმა, რომლებიც ფრენებს უფრო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოს გახდიან. გარკვეული ცვლილებებისთვის მზად არის ავსტრიაც. ამის შესახებ სტატიას DW აქვეყნებს.

კოროვირუსის პანდემიის გამო, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ ადრე თუ გვიან ფრენები კვლავ აღდგება. სავაუდოა, რომ მთავრობის წარმომადგენლები ფრენების აღდგენის შემდგომ აეროპორტებისა და ავიაკომპანიების მხრიდან სპეციალური უსაფრთხოების წესების დაცვას მოითხოვენ.

გერმანიის საჰაერო სატრანსპორტო კომპანიებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი ბიზნესის სწრაფი განახლებით, გადაწყვიტეს ინიციატივით გამოსულიყვნენ და საკუთარი მოსაზრება დაეფიქსირებინათ. საუბარია ავიაკომპანიების და აეროპორტების მიერ წარმოდგენილ 20 – პუნქტიან გეგმაზე.

ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება,  დამცავი ნიღბების სავალდებულო ტარებაა მთელი ფრენის დროს - ყოველ შემთხვევაში, დაშვების გამოცხადების მომენტიდან თვითმფრინავის დატოვებამდე. ამ დროისათვის, გერმანიაში ყველა მაცხოვრებელი  ვალდებულია ატაროს ნიღბები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში. ამასთან, თვითმფრინავში მგზავრები ვალდებულნი იქნებიან დარჩნენ ნიღბებში  რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც ფრენას ნაკლებად კომფორტულს გახდის.

ამასთან, საავლდებულო გახდება დისტანციის დაცვა, როგორც აეროპორტში მდებარე მაღაზიებსა და საკვებ ობიექტებში, ასევე ბარგის შემოწმების ზონაში, ასევე საპასპორტე კონტროლთან.  

სოციალური დისტანციის უზრუნველსაყოფად, აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა უნდა შექმნან შესაბამისი წინაპირობები: ხელახლა დაგეგმონ არსებული სივრცეები და გაზარდონ გამშვები ზოლების რაოდენობა. ერთ – ერთი პუნქტი ითვალისწინებს ფრენებისთვის განკუთვნილი ავტობუსების რაოდენობის ზრდას.  

წარმოდგენილ გეგმაში ასევე გათვალისწინებულია მგზავრების ტემპერატურის შერჩევითი კონტროლი.

ამასთან, სავარაუდოა, რომ გაიზარდოს თვითმფრინავის ბილეთების ფასიც. ვინაიდან დამატებითი სახლსრები იქნება საჭირო უსაფრთხოების ზომების დასაცავად. ამასთანავე შესაძლოა თვითმფრინავშიც დისტანცირების დაცვა გახდეს საჭირო, რის გამოც ადგილების რაოდენობა შემცირდება, ხოლო ბილეთის ფასი მოიმატებს.

ამასთან, არსებობს იმედი, რომ გაცილებით იაფი საავიაციო ნავთი ანაზღაურებს დამატებით ხარჯებს ავიაკომპანიებისათვის, რაც ფასების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებით მომხმარებლების მოზიდვის საწყის ეტაპზე.

როდის დაიწყებენ თვითმფრინავები კვლავ რეგულარულად ფრენას მთელს ევროპაში? გერმანიის ხელისუფლება სავარაუდო ვადებზე არაფერს ამბობს.  ესპანეთმა განაცხადა, რომ 2020 წელს იგი არ მიიღებს უცხოელ ტურისტებს. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა 21 აპრილს განაცხადა, რომ იგი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განახლება საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოებს შორის, რომელთაც აქვთ წარმატებული სტრატეგია COVID-19– ის წინააღმდეგ.

თუმცა, 22 აპრილს, ევროკავშირის სატრანსპორტო კომისარმა ადინა ვალეანმა Twitter- ზე გამოაცხადა, რომ ბრიუსელში მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირთან საჰაერო ტრაფიკის განახლების სტრატეგიაზე, რომელიც სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვამდე იქნება წარმოდგენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system