თავში

როგორ ვრცელდება სუპერმარკეტებში ვირუსი ერთი დახველებით - VIDEO

როგორ ვრცელდება სუპერმარკეტებში ვირუსი ერთი დახველებით - VIDEO
როგორ ვრცელდება სუპერმარკეტებში ვირუსი ერთი დახველებით - VIDEO

ფინელმა მკვლევარებმა ვიდეო-სიმულაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ვრცელდება ერთი დახველებით ვირუსი სუპერმარკეტებში. ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ მიკრო წვეთები, რომლებიც COVID-19-ს ატარებენ, უფრო დიდხანს რჩება ჰაერში, ვიდრე აქამდე გვეგონა. 

"კორონავირუსით დაავადებულმა შესაძლოა ერთხელ დაახველოს და ძალიან პატარა ნაწილაკები დატოვოს, რომლებიც შემდეგ სხვა ადამიანების რესპირატორულ ტრაქტში მოხვდება", - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ კორონავირუსი ძალიან საშიში დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და სახლიდან გასვლის შემთხვევაში ვატაროთ პირბადე. 

როგორ დავამზადოთ პირბადე საკუთარი ხელით და რატომ არის მისი ტარება მნიშვნელოვანი?

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system