თავში

როგორები იყვნენ ბრიტანეთში მცხოვრები პირველი დინოზავრები

​როგორები იყვნენ ბრიტანეთში მცხოვრები პირველი დინოზავრები
როგორები იყვნენ ბრიტანეთში მცხოვრები პირველი დინოზავრები

ციფრულმა ტექნოლოგიებმა ბრიტანელ მეცნიერებს დედამიწის ამ ნაწილში მცხოვრები ყველაზე ადრეული დინოზავრების - ტეკოდონტოზავრების საიდუმლოს ამოხსნის საშუალება მისცა. კვლევებმა აჩვენა ისინი საკმაოდ მოქნილები იყვნენ, ყველაფრით იკვებებოდნენ და ორ ფეხზე დადიოდნენ, განსხვავებით მათი ჯგუფის გვიანი წარმომადგენლებისგან - ბრონტოზავრისგან და დიპლოდოკისგან. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

ტეკოდონტოზავრები დაახლოებთ 10 წლის ბავშვის სიმაღლის იყვნენ, 1,5 მეტრის სიგრძე და გრძელი, წვრილი კუდი ჰქონდათ. დედამიწაზე 205 მილიონი წლის წი ცხოვრობდნენ, მაშინ, როცა ბრიტანეთი უამრავი კუნძულისგან შედგებოდა და თბილი ზღვებით იყო გარშემორტყმული. დინოზავრის ამ სახეობის ნაშთი პირველად 1834 წელს ბრისტოლში აღმოაჩინეს და მას ხშირად "ბრისტოლელ დინოზავრსაც" უწოდებენ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ტეკოდონტოზავრების წინაპრები დაახლოებით კატის ზომის იყვნენ, 4 ფეხზე დადიოდნენ, პატარა თავი და გრძელი კისრები ჰქონდათ და მცენარეებით იკვებებოდნენ.

სხვადასხვა გაქვავებული დინოზავრის ტვინის კომპიუტერულმა დათვალიერებამ აჩვენა, რომ ტეკოდონტოზავრები პირდაპირ ორ ფეხზე დადიოდნენ, მცენარეებთან ერთად ხორცსაც ჭამდნენ. ტომოგრაფიამ დაადგინა, რომ მათ ორ ფეხზე სირბილი და სწრაფად მოძრაობისას ბალანსისა და ასევე მკვეთრი მზერის შენარჩუნება შეეძლოთ. კბილების დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ მათი მთავარ რაციონი მცენარეები იყო, თუმცა ისინი ხორცითაც იკვებებოდნენ.

ყურის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ , მათ ძირითადად მაღალი სიხშირის ბგერები ესმოდათ, რაც გარემოში სხვადასხვა ცხოველის ხმის გარჩევისას გარკვეულ სოციალურ პრობლემებს შექმნიდა.

მეცნიერების თქმით,ძალიან მნიშვნელოვანია ტეკოდონტოზავრების შესწავლა მათი ევოლუციის ეტაპების დასადგენად. როგორ დაიწყეს ორ ფეხზე სიარული და როგორ მიაღწიეს კატასთან შედარებით გიგანტურ ზომას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system