თავში

როგორი იყო ტაძრის ფილები, რომელზეც ქრისტე დადიოდა?

​როგორი იყო ტაძრის ფილები, რომელზეც ქრისტე დადიოდა?
როგორი იყო ტაძრის ფილები, რომელზეც ქრისტე დადიოდა?

არქეოლოგებმა იმ ტაძრის ფილაქნების რეკოსტრუქცია მოახდინეს, რომელზეც ქრისტე დადიოდა. იერუსალიმში, ტაძარში შესვლისას, მაცხოვრის ფეხი ეხებოდა ქვის ცივ ფილებს, რომელიც გამოთლილი, მიწისფერი გეომეტრიული ფიგურებით იყო აწყობილი. ყავისფერ-მიწისფერი ფიგურები ალაგ-ალაგ დაწინწკლული იყო და პრიალა ზედაპირი ჰქონდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ისრაელის არქეოლოგებმა და ქვის მთლელებმა, რელიკვიებსა და ისტორიულ ტესტებზე დაყრდნობით, წმინდა იატაკის ასეთი ვერსია წარმოადგინეს, რომლის ნახვა დღეს უკვე რეალურად შეიძლება.

ახალი აღთქმის თანახმად, მოზარდი იესო ტაძარში პილიგრიმობისთვის და სასწავლებლად წავიდა, მოგვიანებით კი უკვე როგორც ჭეშმარიტების მქადაგებელმა, ტაძრიდან ვაჭრები განდევნა.

ტაძარი დაპროექტებული იყო მეფე იროდის მიერ, ისევე, როგორც რომის ეპოქის იუდეის სხვა მრავალი არქიტექტურული ნაგებობა. ტაძრის გადარჩენილი ნაწილები მეტყველებენ იმაზე, რომ მისი იატაკის შესაქმნელად გამოყენებული იყო მკვდარი ზღვის ხელით დამუშავებული ქვები, ასევე იუდეაში ჩამოტანილი მარმარილო, რომელზეც ნატიფი ინკრუსტაციები იყო წარმოდგენილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system