თავში

როგორია 85-კილოგრამიანი 10 წლის სუმოისტის დღის რეჟიმი - PHOTO

როგორია 85-კილოგრამიანი 10 წლის სუმოისტის დღის რეჟიმი - PHOTO
როგორია 85-კილოგრამიანი 10 წლის სუმოისტის დღის რეჟიმი - PHOTO

იაპონიაში სუმოს მცირეწლოვან მოჭიდავეებს შორის 10 წლის კიუტა კუმაგაი განსაკუთრებით გამორჩეული ბავშვია. იგი 85 კილოგრამს იწონის და თავისზე 5-6 წლით უფროს ათლეტებს ადვილად ამარცხებს. გასულ წელს ის 10 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ Reuters წერს.

კიუტას დღის რეჟიმი, რომელიც მას მამა შეუდგინა, სისასტიკემდე მკაცრია. ბავშვი კვირაში 6 დღე დაუღალავად ვარჯიშობს - დარბის, ცურავს, სიმძიმეებს წევს, მწვრთნელთან, ან ტაძარში ვარჯიშობს და მკაცრად გაწერილ დიეტას იცავს. ბიჭის მამის, ტაისუკეს თქმით, სპორტის ეს სახეობა წარმატების მისაღწევად ბერ ფიზიკურ შრომას და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. იგი მთელ ინვესტიციას შვილის მომავალში დებს და მისი წინსვლის იმედი აქვს.

კიუტას სუმოს ნიჭი ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში გამოაჩნდა და მამამ, მოყვარულმა სუმოისტმა, მისი წვრთნა სულ მცირე ასაკიდან დაიწყო. მამა აცხადებს, რომ კიუტა მორცხვი და უსიტყვო ბავშვია. მისი მოტივაცია მარტივია - მას მასზე უფროსი ბიჭების დამარცხება ახალისებს. კითხვაზე, ასეთი დატვირთვა მეტისმეტი ხომ არ არის ბავშვისთვის და ახერხებს თუ არა იგი თავის თანატოლებთან თამაშსა და გართობას, მამა აცხადებს, რომ ამდენ ვარჯიშს მეტისმეტ დატვირთვად არ მიიჩნევს. მიზნის მისაღწევად კი ცხოვრებაში ბევრი შრომაა საჭირო.

სუმოს სახეობაში წარმატებების მოსაპოვებლად კიუტამ ბევრი ეტაპი უნდა გაიაროს. თუმცა, წინსვლისთვის მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არი არის. 2 წელიწადში სუმოს სკოლაში მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად კიუტას კიდევ 20 კილოგრამის მომატება სჭირდება.

კიუტას სუმოს სახეობაში უმაღლესი რანგის იოკუძუნას მიღწევა სურს. ბიჭის მწვრთნელი აცხადებს, რომ ბავშვს დიდი ტალანტი და კარგი მომავალი აქვს. ამისთვის დაუღალავი ვარჯიშები და ბრძოლაა საჭირო, თუმცა წარმატება ამად ღირს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system