თავში

როგორია გერმანული CureVac-ის ეფექტურობა

​როგორია გერმანული CureVac-ის ეფექტურობა
როგორია გერმანული CureVac-ის ეფექტურობა

გერმანული კომპანია CureVac-ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შუალედური ანალიზმა აჩვენა, რომ პრეპარატის ეფექტურობა COVID-19-ის სიმძიმის ნებისმიერი დონის შემთხვევაში 47%-ია. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ეს შედეგი არ შეესაბამება სტატისტიკური წარმატების მანამდე განსაზღვრულ კრიტერიუმს", - აღნიშნავენ კომპანიაში.

ამავე დროს, განმარტებულია, რომ პრეპარატის ეფექტურობა პაციენტების ასაკზე და კორონავირუსის შტამზეა დამოკიდებული.

მწარმოებელმა განაცხადა, რომ კვლევაში მონაწილეობა 40 ათასზე მეტმა მოხალისემ მიიღო. ანალიზებს შედეგები ევროპის წამლის სააგენტოს (ЕМА) გადაეცა. ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ კვლევა საბოლოო ანალიზამდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system