თავში

როგორია ქოლერით ინფიცირების სტატისტიკა სომალიში

როგორია ქოლერით ინფიცირების სტატისტიკა სომალიში
როგორია ქოლერით ინფიცირების სტატისტიკა სომალიში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ქოლერას შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ბენადირის, სამხრეთ-დასავლეთ სომალისა და ჰირშაბილის ავტონომიურ რეგიონებში ფიქსირდება. 

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სომალიში, ქოლერას ვირუსის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.

ჯანმო-ს განცხადებით, ქოლერის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 4787 მიაღწია.

ქოლერა კუჭ-ნაწლავის დაავადებაა, რომელიც დაბინძურებული წყლითა და საკვებით გადადის. დაავადების კრიტიკული ფორმის აღმოჩენის შემთხვევაში, ადამიანს რამდენიმე საათში თირკმლის უკმარისობა ემართება და კვდება.

შეგახსენებთ, ინფექციური დაავადება ქოლერა სომალიში 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მდინარე ჯუბასა და უები-შაბელეს ადიდების გამო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system