თავში

"როგორც პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე" - ევროკავშირმა მერკელი გააცილა

​"როგორც პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე" - ევროკავშირმა მერკელი გააცილა
როგორც პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე - ევროკავშირმა მერკელი გააცილა

ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებმა პარასკევს გამართულ სამიტზე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს უზარმაზარი ოვაცია მოუწყვეს. 107-ე სამიტი ბოლო 16 წლის მანძილზე მისთვის, სავარაუდოდ, ბოლო იქნება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამიტზე რამდენიმე წუთი კანცლერს დაუთმო, რომელსაც დეკემბერში, სავარაუდოდ, სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი შეცვლის.

"თქვენ მონუმენტი ხართ. აზრად შედარება მომდის. ევროპული საბჭო ანგელას გარეშე იგივეა, რაც რომი ვატიკანის გარეშე ან პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე", - უთხრა მიშელმა გერმანიის მთავრობის მეთაურს.

მისი თქმით, მათ მერკელის სიბრძნე, განსაკუთრებით რთულ დროს დააკლდებათ.

”ის არის ერთ-ერთი მათგანია, ვინც 16 წლის განმავლობაში მართლაც დატოვა თავისი კვალი ევროპაში და დაეხმარა 27-ვე ქვეყანას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ზოგჯერ რთული იყო, ჰუმანურობის დიდი დოზით”, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ბეტელმა მერკელს "კომპრომისების მანქანა" უწოდა, რომელიც "ჩვეულებრივ აღმოაჩენდა რაღაცას, რაც გვაერთიანებდა" მრავალ შიდაევროპულ მოლაპარაკებებში.

„ევროპას ის დააკლდება“, - თქვა მან.

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ იმედი გამოთქვა, რომ მერკელი, „დიდი პოლიტიკოსი“ პოლიტიკურ ასპარეზზე „ამა თუ იმ ფორმით“ დარჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system