თავში

ჰასან როჰანი ემანუელ მაკრონს შეხვდა

​ჰასან როჰანი ემანუელ მაკრონს შეხვდა
ჰასან როჰანი ემანუელ მაკრონს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. მოლაპარაკებები 90 წუთს გრძელდებოდა.

მხარეებმა ბირთვული შეთანხმებები, რეგიონში შექმნილი მდგომარეობა, ირანის ახალი "ორმუზის სამშვიდობო ინიციატივა" განიხილეს.

"პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შექმნილ მდგომარეობაში დაძაბულობის შემცირება ადვილი არ იქნება, თუმცა ეს აუცილებელია და ძირითადი ნაბიჯები ირანმა უნდა გადადგას", - აღნიშნულია ელისეს სასახლის პრეს-რელიზში.

დღესვე ემანუელ მაკრონი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება და ირანის ლიდერთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system