თავში

როჰინჯები ბანგლადეშის დევნილთა ბანაკებიდან ცალკე კუნძულზე გადაიყვანეს

​როჰინჯები ბანგლადეშის დევნილთა ბანაკებიდან ცალკე კუნძულზე გადაიყვანეს
როჰინჯები ბანგლადეშის დევნილთა ბანაკებიდან ცალკე კუნძულზე გადაიყვანეს

ბანგლადეშის ხელისუფლებამ კოქს-ბაზრის დევნილთა ბანაკში მცხოვრები როჰინჯების ბენგალის ყურეში, ცალკე კუნძულზე გადასახლება დაიწყო. დღეს 1600 დევნილი ბჰასან-ჩარის კუნძულზე გადაიყვანეს, სადაც დევნილთა ახალი ბანაკებია განთავსებული.

უფლებადამცველების თქმით, კუნძულზე, რომელიც შტორმისა და წყალდიდობისგან სეროზულად დაზარალდა, როჰინჯების გადაყვანა მათი თანხმობის გარეშე ხდება.

ბანგლადეშის ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ყველა დევნილმა ახალ ადგილზე გადასვლასთან დაკავშირებით თანხმობა მისცა. ბანგლადეშის ხელისუფლება უკვე მესამე წელია კუნძულზე დევნილთა ახალ ბანაკებს აშენებს, რაც 350 მილიონი დოლარი დაჯდა.

როჰინჯებმა მიანმარი სამი წლის წინ, ეთნიკური დაპირისპირების ფონზე დატოვეს. კონფლიქტს 10 000 ადამიანი ემსხვერპლა, 730 000 კი დევნილად იქცა. მათი უმეტესობა ბანგლადეშს აფარებს თავს და კოქს-ბაზრის დევნილთა ბანაკში ცხოვრობს. საერთაშორისო ორგანიზაციები ამ ბანაკებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობენ. Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ბანაკებში არსებული რთული ვითარებაა აღწერილი. ბანაკები გადაჭედილია დევნილებით, მათ არა აქვთ ელემენტარული ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პირობები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system