თავში

რომელ საათზე შეძლებთ SpaceX-ის ისტორიული გაფრენის ყურებას

რომელ საათზე შეძლებთ SpaceX-ის ისტორიული გაფრენის ყურებას
რომელ საათზე შეძლებთ SpaceX-ის ისტორიული გაფრენის ყურებას

Space X-ის რაკეტის „ფალკონ 9-ის“ და მასზე მიმაგრებული კაფსულა Crew Dragon-ის, 27 მაისს დაგეგმილი გაფრენის პირველი მცდელობა 15 წუთით ადრე, უამინდობის გამო გაუქმდა. სინოპტიკოსების განცხადებით, დაგეგმილიდან 10 წუთის შემდეგ ამინდი ხელსაყრელი იქნებოდა, მაგრამ იმისათვის, რომ კაფსულა შესაბამის დროს მისულიყო კოსმოსურ სადგურთან, გასაშვებად სხვა დრო არახელსაყრელი იქნებოდა.

გაშვება სამი დღით გადაიდო და დღეს მორიგი მცდელობის დროა.  თბილისის დროით 23:22 საათზე, ფლორიდის კენედის კოსმოსური ცენტრიდან  NASA-ს პირდაპირ ეთერის საშუალებით, შესაძლებლობა მოგვეცემა თვალი ვადევნოთ ისტორიული გაფრენის კიდევ ერთ მცდელობას. 

დღევანდელი ამინდის პროგნოზის მიხედვით, გაშვების დროს ხელსაყრელი ამინდის დამთხვევის შანსი 50 პროცენტია და იმ შემთხვევაში თუ ფრენა დღესაც ვერ შედგა, შემდეგი შესაძლებლობაა 31 მაისს იქნება როდესაც, კარგი ამინდის შანსი 60% იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system