თავში

რომელი ვაქცინით აცრილებს შეუშვებენ აშშ-ში

რომელი ვაქცინით აცრილებს შეუშვებენ აშშ-ში
რომელი ვაქცინით აცრილებს შეუშვებენ აშშ-ში

შეერთებული შტატები 8 ნოემბრიდან კორონავირუსზე ვაქცინირებული ტურისტებისათვის საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც  ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ევროპის უმეტესი ნაწილიდან ჩასული ტურისტებისათვის შეზღუდვებს აუქმებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია, თავი აარიდოს შეზღუდვებს, რომლებიც ადრე COVID-19-ის პანდემიის შეკავების გამო იყო გამოყენებული. ჩვენი მიზანია საჰაერო მოგზაურობის პოლიტიკის მიღება, რომელიც ვაქცინაციის საშუალებით საერთაშორისო საჰაერო მოგზაურობის უსაფრთხო განახლებას გულისხმობს", - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ვაქცინაციის სავალდებულო მოთხოვნისგან თავისუფლდებიან 18 წლამდე ბავშვები და  გარკვეული სამედიცინო პრობლემების მქონე პირები. 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ბრძანებით, ავიაკომპანიებს მოეთხოვებათ მგზავრთა ტელეფონის ნომრების, ელ.ფოსტის მისამართის და აშშ-ის საცხოვრებელი მისამართების შეგროვება. 

აშშ-ში მოგზაურობა შეეძლება ნებისმიერ პირს, ვინც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციის ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით არის აცრილი. ასეთ ვაქცინებს წარმოადგენს: 

Moderna;

Pfizer/BioNTech;

Janssen (Johnson & Johnson);

Oxford/AstraZeneca;

Covishield;

Sinopharm;

Sinovac;

CoronaVac.

ამას გარდა, აშშ-ში შესვლა შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებიც შერეული დოზებით არიან აცრილები. შეერთებულ შტატებში ვერ იმოგზაურებენ რუსული ვაქცინით აცრილები.

ტურისტებმა უნდა წარადგინონ კოვიდ პასპორტი, რომელიც ადასტურებს, რომ ვაქცინის მეორე დოზა მოგზაურობამდე სულ მცირე ორი კვირით ადრე არის გაკეთებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system