თავში

რომის პაპი: ადამიანების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკა

რომის პაპი: ადამიანების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკა
რომის პაპი: ადამიანების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკა

რომის პაპმა, ფრანცისკე I-მა, ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად, მორწმუნეებს სამოციქულო ტაძრის ფანჯრიდან მიმართა და აღნიშნა, რომ  ხალხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეკონომიკა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"მნიშვნელოვანია ადამიანების განკურნება და არა ეკონომიკის გადარჩენა. ადამიანები უფრო მნიშვნელოვანი არიან, ვიდრე ეკონომიკა. ჩვენ, ადამიანები ვართ სულიწმინდის ტაძარი და არა ეკონომიკა“, - განაცხადა რომის პაპმა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ლიდერებმა ადამიანების სიცოცხლეზე უნდა იზრუნონ და არა შეზღუდვების მოხსნით ეკონომიკის აღდგენაზე.

რომის პაპმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო კრიზისიდან გამოვა უფრო გაერთიანებული, ვიდრე აქამდე იყო.

ბოლოს, ფრანცისკე I-მა სამოციქულო ტაძრიდან მორწმუნეებს 1 მარტს მიამრთა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system